loader

ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და მათ შვილებს იტალიურ კაფე "ჩი გუსტაში" უმასპინძლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და მათ შვილებს იტალიურ კაფე "ჩი გუსტაში" უმასპინძლეს

წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" ორგანიზებით, იტალიურ კაფე "ჩი გუსტაში" სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებსა და მათ შვილებს უმასპინძლეს. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალბატონების მხარდასაჭერად გამართულ ღონისძიებას ქართველი ქალი ავტორები: თეონა დოლენჯაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, მარიამ ბექაური, მაკა ლდოკონენი, ნინო ტეფნაძე, ნენე კვინიკაძე, მარიამ წიკლაური და ლია ლიქოკელი დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა წამახალისებელი აქტივობები გაიმართა, საღამო მუსიკალურად მომღერალმა ნინო ბაშარულმა გააფორმა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს რაგბის კავშირი, გამომცემლობა "პალიტრა L", გამომცემლობა "არტანუჯი", "ნატალი გრუპი", კომპანია "ეტამი", რომელთაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს სპეციალური საჩუქრები გადასცეს.

თბილისისა და გორის თავშესაფრებში ამ დროისთვის 40-ზე მეტი ბენეფიციარი იმყოფება.

ავტორები: ნინო ჩიჩუა, გიორგი ღუდუშაური