loader

ოთარ კობერიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოთარ კობერიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. "ბაში აჩუკი", "მამლუქი", "ქალის ტვირთი", "სხვისი შვილები", "დღე უკანასკნელი, დღე პირველი", "გენერალი და ზიზილები", "ზღვის შვილები", "დათა თუთაშხია", ანთიმოზ ივერიელი", "ალადინის ჯადოსნური ლამპარი", "პატარა უფლისწული" - ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო.

საქართველოს სახალხო არტისტს შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. როგორც რეჟისორს, გადაღებული აქვს ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა.

მსახიობს 12 მარტს დაკრძალავენ. გამოსვენება 12 მარტს დიდუბის ეკლესიიდან მოხდება.

გთავაზობთ ნაწყვეტს ფილმიდან "ბაში აჩუკი", სადაც კობერიძე მთავარ როლს ასრულებს.