loader

"ერთადერთი შვილი მომიკლეს და დონაძე მეკითხება: რას გულისხმობთ ოჯახის განადგურებაშიო" - ია მეტრეველი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთადერთი შვილი მომიკლეს და დონაძე მეკითხება: რას გულისხმობთ ოჯახის განადგურებაშიო" - ია მეტრეველი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა დაპირისპირებისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის დაკითხვის დროს, მასსა და საქმეზე ბრალდებულ გურამ დონაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კერძოდ, ია მეტრეველის დაკითხვისას გურამ დონაძემ დასვა კითხვა - "ქალბატონო ია, დაკითხვის დაწყებამდე თქვენ განაცხადეთ, რომ ოჯახი გაგინადგურეთ და აღარ გყავთ. თუ შეიძლება გვითხარით, რას გულისხმობთ ოჯახის განადგურებაში?". შეკითხვამ ია მეტრეველის მხრიდან დონაძის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოიწვია. რობაქიძის დედა მოგვიანებით შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც პროცესზე 15-წუთიანი შესვენება გამოცხადდა.