loader

განცხადება, რომლის გამოც თეა წულუკიანს ქსენოფობიაში ადანაშაულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განცხადება, რომლის გამოც თეა წულუკიანს ქსენოფობიაში ადანაშაულებენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 18 თებერვალს, ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გადაცემა "ქრონიკაში" განაცხადა, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება - ეს იყო მასშტაბური რეფორმა და არც ერთი მასშტაბური რეფორმა არ არის უხარვეზო ან უმტკივნეულო ყველასთვის.

"ყველა ბედნიერი მასშტაბური რეფორმით ვერ არის. ვინ ვერ არის ბედნიერი?! ვერ არის, მაგალითად, ბედნიერი ტურიზმის სააგენტო... 2014 წლის 1-ელ სექტემბერს, როდესაც ეს რეფორმა შევიდა ძალაში, ამან ბოლო 4 თვის განმავლობაში გამოიწვია ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 ათასი ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების", - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის ამ განცხადებას საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო "არამეგობრულს" უწოდებს. სოციალურ ქსელში კი მინისტრის განცხადებას ქსენოფობიური უწოდეს.