loader

"ისლამურმა სახელმწიფომ" გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ბავშვი 19 წლის ტყვეს კლავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისლამურმა სახელმწიფომ" გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ბავშვი 19 წლის ტყვეს კლავს

დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ბავშვი სავარაუდოდ ისრაელში მცხოვრებ არაბს, 19 წლის ბიჭს კლავს.

ვიდეოში ნარინჯისფერ მაისურში შემოსილი ტყვე აცხადებს, რომ პალესტინელი მუჰამედ მუსალამია და ჰყვება, რომ ისრაელის დაზვერვამ გადაიბირა. ამის შემდეგ ტყვე ღია სივრცეში გამოიყვანეს, სადაც ბოევიკმა სიტყვა ფრანგულად წარმოთქვა.

"ებრაელო, ჩვენ თქვენი მიმდევრის თქვენსავე ციხესიმაგრეში საფრანგეთში მოკვლა მოგვიხდა", - თქვა სამხედროფორმიანმა ტერორისტმა, რის შემდეგაც მის გვერდით მდგომ ბიჭზე მიუთითა, რომელსაც "ხალიფატის ახალგაზრდა ლომი" უწოდა. ამის შემდეგ არასრულწლოვანი ბიჭი ტყვეს პისტოლეტით ესვრის.

მუსალამი 2014 წელს თურქეთში წავიდა, როგორც ტურისტი და დაიკარგა. მოგვიანებით, ის ოჯახს დაუკავშირდა და აცნობა, რომ ისლამისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მისი მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალის ავთენტურობას ისრაელის პოლიცია ჯერ არ ადასტურებს.