loader

ყველაზე უჩვეულო პროფესია - წიწილების სქესის შემმოწმებლებს წელიწადში 60 000 დოლარი აქვთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე უჩვეულო პროფესია - წიწილების სქესის შემმოწმებლებს წელიწადში 60 000 დოლარი აქვთ

შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ "წიწილების სქესის დადგენა" რეალური სამსახურია და ამაში კარგადაც იხდიან. წელიწადში 60 000 დოლარად წიწილების სქესის დამდგენელმა ჩიტებს უკანალში უნდა უყუროს და გაარჩიოს - მდედრია თუ მამრი. კითხვაზე, თუ რატომ აცალკევებენ ბიჭ წიწილებს გოგონებისგან, პასუხი მარტივია - მამრობითი სქესის ქათმები კვერცხს არ დებენ და უფრო მეტად ისინი ხვდებიან ყასბებთან. მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია. ყველაზე მთავარი არის ის, რომ პატარა მდედრ და მამრ წიწილებს ზრდის სხვადასხვა პროცესი აქვთ და შესაბამისად, მათ განსხვავებული სახის საჭმელი სჭირდებათ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.