loader

ქალმა მხედველობა დაკარგა. ის, რასაც მისი მეუღლე მისთვის ყოველდღე აკეთებს, შეუფასებელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალმა მხედველობა დაკარგა. ის, რასაც მისი მეუღლე მისთვის ყოველდღე აკეთებს, შეუფასებელია

ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჩვეულებრივ ცოლ-ქმარზე მოგვითხრობს. ცოლს უყვარს მეუღლე, იმის მოუხედავად, რომ იგი ღამე ხვრინავს. ცოლი ქმარს საუზმეზე უცნაურ ერბოკვერცს უმზადებს - "ყველაფრით", რადგან ეს მისი საყვარელი კერძია, მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ მოსწონს ის, რასაც უმზადებს. სესილი ქმარს ტანსაცმელს ურეცხავს, რომ მისმა მეუღლემ სამსახურში სუფთად იაროს. მისმა კოლეგებმა უნდა იცოდნენ, რომ იგი უყვარს. ამ რუტინის შემდეგ ქალს ძალიან უყვარს სამსახურის გზა, როდესაც საკუთარ აზრებთან მარტო რჩება. მაგრამ მოულოდნელად მხედველობას კარგავს და მის ცხოვრებას დანგრევა ემუქრება.

ქალი ცდილობს, ცხოვრების ჩვეულ რიტმს მიჰყვეს და არავის უთხრას, რა ხდება მის თავს, მათ შორის, არც მეუღლეს, მაგრამ ძნელია, ვერ შეამჩნიო, რომ ვერ ხედავს. ბოლოს მას მეუღლისთვის ყველაფრის თქმა უწევს. ქალი თავს მის ტვირთად გრძნობს და ეშინია, რომ წყვილის ცხოვრება უწინდებური აღარ იქნება. მაგრამ ქმარს იგი უყვარს და მართალია, ქალმა მისი მხრიდან დახმარებაზე უარი თქვა, ყოველთვის მის გვერდითაა და ამის შესახებ არაფერს ეუბნება...