loader

ომარ ნიშნიანიძის გამოსვლისას ჟურნალისტები სიცილით "გაიგუდნენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ომარ ნიშნიანიძის გამოსვლისას ჟურნალისტები სიცილით "გაიგუდნენ"

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ ომარ ნიშნიანიძის გამოსვლისას, მის ზურგს უკან მსხდომი ჟურნალისტები სიცილით "გაიგუდნენ", რის გამოც უმრავლესობის წევრისგან შენიშვნა მიიღეს: "თქვენ, უკან ცოტა დამშვიდდით, დაწყნარდით".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ომარ ნიშნიანიძეს აინტერესებს, "რატომ არ იქცევიან ნოდარ ხადური და გიორგი კვირიკაშვილი ისე საზიზღრად, როგორც "ნაციონალური მოძრაობა". ამის შესახებ ნიშნიანიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ.