loader

მარტოხელა დედა ობლად დარჩენილი 6 შვილით შუქის, გაზისა და წყლის გარეშე ცხოვრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარტოხელა დედა ობლად დარჩენილი 6 შვილით შუქის, გაზისა და წყლის გარეშე ცხოვრობს

აფციაურების ოჯახში 6 ბავშვი იზრდება. უფროსი 18 წლისაა, უმცროსი 8-ის. ნაძალადევის რაიონში ახლობელმა მათ დროებით საცხოვრებელი ფართი გამოუყო. ფარდულის ტიპის ორ ოთახში, სადაც თავს აფარებენ, მდგომარეობა უმძიმესია. ოჯახმა კომუნალური გადასახახების გადახდა ვერ შეძლო და უკვე რამდენიმე თვეა შუქის, გაზის და წყლის გარეშე ცხოვრობენ. გათბობის ერთადერთი საშუალება შეშის ღუმელია.

სოციალური დახმარება 3 თვის წინ მოუხსნეს. ოჯახს თავის გატანა თვიდან თვემდე ბებიის 150 ლარიანი პენსიით უწევს. ობლად დარჩენილ ბავშვებს პერმანენტულად სასულიერო პირები ეხმარებიან. ბავშვების ყოველდღიურ კვების რაციონს მაკარონი, კარტოფილი და პური შეადგენს.

აფციაურების რთულ საცხოვრებელ პირობებს ისიც ემატება, რომ 10 წლის გიორგი ეპილეფსიით არის დაავადებული. ბავშვი ხშირად ავადმყოფობს. ოჯახს მკურნალობისთვის საჭირო თანხები არ გააჩნია.

აფციაურებს სჯერათ, რომ მათ დასახმარებლად კეთილი ადამიანები გამოჩნდებიან და მომავალს იმედით უყურებენ.


ავტორები: თიკო გურაშვილი, გიორგი შეყილაძე