loader

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს კვერცხები დაუშინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს კვერცხები დაუშინეს

აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, პეტრე ზამბახიძეს კვერცხები დაუშინეს. ინციდენტი ბათუმში "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" ოფისში მოხდა.

მერაბ ღოღობერიძე, გიორგი თუშმალიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი შენობაში შევიდა და პეტრე ზამბახიძეს კვერცხები ესროლა. ისინი დეპუტატს პასუხს სთხოვდნენ იმის გამო, თუ რატომ დაუჭირა მხარი ზამბახიძემ გუშინ ჯემალ ფუტკარაძის ვიცესპიკერად არჩევას.

ახალგაზრდები დეპუტატს 26 მაისის, 7 ნოემბრის აქციების დარბევის მხარდამჭერად მოიხსენიებდნენ.
თავად პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები ხელისუფლების მიერ არის ინიცირებული.