loader

საარქივო აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, თორაძეებისა და ე.წ. კანონიერი ქურდის, პაატა ჩლაიძისა და მისი მეგობრების საუბარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საარქივო აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, თორაძეებისა და ე.წ. კანონიერი ქურდის, პაატა ჩლაიძისა და მისი მეგობრების საუბარია

ტრაგედია, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, 1992 წლის 3 მარტს მოხდა. საქმე დღემდე გამოუძიებელია. არაოფიციალური ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა თორაძეების ოჯახი ამოწყვიტეს.

თორაძეები ზემო ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩაძე ცხოვრობდნენ. ოჯახს 10 შვილი ჰყავდა, 5 გოგო და 5 ვაჟი. ძმები თორაძეები უბანში გავლენიან ბიჭებად ითვლებოდნენ. სწორედ მაშინ იკრებდა ძალებს დაჯგუფება, რომელსაც მოგვიანებით "ბოროტები" უწოდეს და რომლებიც "მხედრიონის" შემადგენლობაში შედიოდნენ. ამბობენ, რომ "მხედრიონს" სურდა თორაძეების გადაბირება, მაგრამ მათთვის "მხედრიონის" კანონები მიუღებელი იყო...

აუდიომასალა, რომლის ფრაგმენტსაც გთავაზობთ, "თბილისის ფორუმზე" მომხმარებელმა vato3-მა გაავრცელა. როგორც მასალაზე დადებული ტიტრებიდან ჩანს, სავარაუდოდ, ეს არის თორაძეებისა და ე.წ. კანონიერი ქურდის, პაატა ჩლაიძისა და მისი მეგობრების საუბრის ჩანაწერი.

იხილეთ აუდიოჩანაწერის სრული ვერსია

წაიკითხეთ ტრაგედიის შესახებ ვრცლად