უზარმაზარმა ფრანმა 4 წლის ბიჭუნა ცაში აიტაცა
        
ვიეტნამის ქალაქ ვუნგტაუში უბედური შემთხვევა მოხდა. გიგანტური საჰაერო ფრანების გაშვებისას 4 წლის ბიჭუნა დაიღუპა. ერთ-ერთი ტროსი, რომელზეც საფრენი აპარატი იყო დამაგრებული, ბავშვის ფეხს მოეხვია და ჰაერში აიტაცა. ბიჭუნა 20 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და მიყენებული ტრავმების შედეგად დაიღუპა.
    
