loader

"ამორალურმა ხალხმა მორალი არ უნდა უკითხოს ადამიანებს" - ფილმი "სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ქრონიკა" რუსთაველზე უჩვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამორალურმა ხალხმა მორალი არ უნდა უკითხოს ადამიანებს" - ფილმი "სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ქრონიკა" რუსთაველზე უჩვენეს

ფილმში "სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ქრონიკა" ასახული კადრები და ფაქტები თითოეულ ჩვენგანს საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და გადატანილი, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ქრონიკის" ჩვენების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 21 მარტს დაგეგმილი აქცია ვერ უშველის.
ია მეტრეველი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტიის წამომადგენლებთან ერთად რუსთაველის გამზირზე "ყველა თაობა საქართველოსთვის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმყოფებოდა. აქციის მონაწილეებმა 16 წუთიან დოკუმენტური ფილმს პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე უყურეს. ფილმის მსვლელობის დროს იყო შეძახილები "მკვლელები გასამართლდნენ".
ფილმის ჩვენების შემდეგ აქციაზე მყოფმა სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, დასაჯონ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და აღადგინონ სამართლიანობა.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი