loader

22 წლის ქართველი გოგონა თურქეთში ჩემოდნით გადაჰყავდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

22 წლის ქართველი გოგონა თურქეთში ჩემოდნით გადაჰყავდათ

თურქეთში 22 წლის ქართველი გოგონა დააკავეს, რომელიც სარფის საბაჟოს გავლით თურქეთში გადასვლას ჩემოდნით ცდილობდა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

სასაზღვრო დაცვამ შემოწმების დროს აღმოაჩინა, რომ ჩემოდანში გოგონა იმალებოდა. ჩემოდნით გოგონას გადაყვანას საქართველოს მოქალაქე, 25 წლის მამაკაცი ცდილობდა. თავად გოგონას თურქეთში გადასვლა აკრძალული ჰქონდა. თურქული მედიის ცნობით, ორივე მათგანის დეპორტაცია განხორციელდა.