loader

დავით სერგეენკო C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით სერგეენკო C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიმართავს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიმართავს. როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტებმა მოსალოდნელი პროექტის შესახებ გაიგეს და რეჟიმს და თავის მოვლას თავი დაანებეს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაავადების მართვის საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრა "C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების" ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა. ის მოხარულია, რომ მალე ხელი მოეწერება ჰეპატიტის ელიმინაციის ისეთ პროგრამას, რომლის ფარგლებში, აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტებს მკურნალობის შესაძლებლობა ექნებათ. ჰეპატიტთან ბრძოლა ყველამ, ვისაც ეს დაავადება აქვს, ახლავე უნდა დაიწყოს. რეჟიმის პირველი ეტაპი ყველანაირ ალკოჰოლზე უარის თქმაა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი 21 აპრილს მოეწერება. პირველი მსხვილი პარტია, 5 ათასი ადამიანის სამკურნალო დოზა საქართველოში ხელშეკრულების ხელმოწერიდან უახლოესი დღეების განმავლობაში შემოვა.