loader

ავიაკატასტროფა საფრანგეთში - დაღუპულია 150-მდე ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავიაკატასტროფა საფრანგეთში - დაღუპულია 150-მდე ადამიანი

საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ "ბიბისი" ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A320 რეისს ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით ასრულებდა, როდესაც ის ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 142 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.

დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია, ასევე 16 სკოლის მოსწავლე და ორი მასწავლებელი. ამის შესახებ "ჯერმანვინგის" პრესსამსახური იტყობინება.

მათივე ცნობით, თვითმფრინავი, რომელიც დღეს საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ფრენის წინ ტექნიკოსებმა შეამოწმეს და ის გამართული იყო. რაც შეეხება თავად კაპიტანს, მას "ჯერმანვინგსა" და "ლუფთჰანზაში" მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

თვითმფრინავის ბორტზე სულ 150 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის გერმანელები, ესპანელები და თურქები იყვნენ. ამჟამად შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.