loader

განცხადება, რომლის გამოც ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ბიძინა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განცხადება, რომლის გამოც ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ბიძინა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი - მეუღლე ია კიწმარიშვილი და შვილები ლუკა, ანა და თეკლა კიწმარიშვილები რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროსი კიწმარიშვილზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან და ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც მან ბრალი დასდო კიწმარიშვილს ფსევდოოპოზიციურობასა და არაობიექტური მედიის შექმნაში.

"მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის შეფასება არ შეესაბამება სიმართლეს, ატარებს ღირსების შემლახველ ხასიათს და ბოლოს და ბოლოს, არღვევს ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ ნორმას გარდაცვლილი ადამიანის აუგად არმოხსენიების შესახებ. ჩვენი აზრით, მიუღებელია სხვა ადამიანის მიღწევების დაკნინება, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშია აღიარებული ეროსი კიწმარიშვილის უდიდესი წვლილი საქართველოში თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის შექმნის საქმეში. სწორედ ეროსი კიწმარიშვილის სახელს უკავშირდება "რუსთავი 2"-ის და "მაესტროს", როგორც დამოუკიდებელი და ობიექტური მედიასაშუალებების ჩამოყალიბება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს საქართველოს უახლეს ისტორიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების დროს.

მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ოჯახზე, ეროსის სახელის და მისი ხსოვნის შეურაცხყოფა და ვითხოვთ მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას", - აღნიშნულია კიწმარიშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაიკითხეთ განცხადება ვრცლად

იხილეთ ასევე: ვფიქრობ, ბატონ ბიძინას არ გაუჭირდება ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ბოდიშის მოხდა - ია კიწმარიშვილი