loader

ბესო ხარძიანის ცხედარი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გამოასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბესო ხარძიანის ცხედარი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გამოასვენეს

მოკლული ბიზნესმენი ბესო ხარძიანი რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღები განყოფილებიდან, სავარაუდოდ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ცხედრის გადასასვენებლად მიმღებ განყოფილებასთან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიკროავტობუსი მივიდა, რომლითაც მოხდა მოკლული ბიზნესმენის გადასვენება.

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ახლობლები და მეგობრები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ ცხედრის გამოსვენებას. ადგილზე მუშაობდა კრიმინალური პოლიცია. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.

ასევე იხილეთ:

"კვალი მიდის ერთი მკვლელისკენ... ეს არის გია უდესიანი" - ბიზნესმენი ბესო ხარძიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა

მოტოციკლი, რომლითაც ხარძიანის სავარაუდო მკვლელი მოძრაობდა ნაპოვნია: "შვილმა თქვა, ორი დღე ვიღაც გვითვალთვალებდაო"...