loader

ჭიათურის საბაგირო - მაღაროელთა ქალაქის სიმბოლო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭიათურის საბაგირო - მაღაროელთა ქალაქის სიმბოლო

ხათუნა ბიწაძე ჭიათურის ერთ-ერთ სიმბოლოზე, საბაგიროს გამშვებ პუნქტზე უკვე 20 წელზე მეტია მუშაობს. ამბობს, რომ მისთვის სამუშაო პირობებიც და ხელფასიც დამაკმაყოფილებელია. ხათუნა ბიწაძის სამუშაო დღე დილით, რვის ნახევარზე იწყება და ღამის პირველ საათამდე გრძელდება. მისივე თქმით, საბაგიროთი გადაადგილება უსაფრთხოა, რადგანაც შემოწმებას ყოველდღიურად გადის და ემსახურება ყველას, ვისაც მაღაროელთა ქალაქის ზემოდან დათვალიერება მოუნდება. ჭიათურის მასშტაბით, რამდენიმე ერთეული საბაგირო მუშაობს. აქედან ნაწილი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ნაწილი კი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" დაქვემდებარებაშია.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი