loader

სტიქია დასავლეთ საქართველოში: ძლიერმა ქარმა ჩხოროწყუში 40 სახლი დააზიანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტიქია დასავლეთ საქართველოში: ძლიერმა ქარმა ჩხოროწყუში 40 სახლი დააზიანა

ძლიერმა ქარმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 6 სოფელს (ქვედა ჩხოროწყუ, ლესიჭინე, ახუთი, ნაკიანი, კირცხი, ზუმი) მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ქარმა 40 საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული შენობა დააზიანა - ნაწილს სახურავი მთლიანად ახდილი აქვს, ნაწილს კი, ნაწილობრივ.

ჩხოროწყუს გამგეობის ინფორმაციით, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. სოფელ ლესიჭინესა და ქვედა ჩხოროწყუში საავტომობილო სავალ გზაზე წაქცეულია ხეები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები. დაზარალებული ოჯახები მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ მოინახულა.

ავტორი: მარი შარანგია