loader

ზუგდიდში დევნილებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუგდიდში დევნილებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, დევნილთა სამმართველოს შენობასთან, აქციის მონაწილე დევნილებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დევნილები სამმართველოს შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. სწორედ ამ დროს მოხდა აქციის მონაწილე ერთ-ერთ ახალგაზრდა მამაკაცსა და სამართალდამცველს შორის დაპირისპირება.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანაში მამაკაცის ჩასმას დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა აქციის მიმდებარე ტერიტორიიდან ასევე გაიყვანეს ის პოლიციელი, რომელიც აქციის მონაწილე მამაკაცს დაუპირისპირდა.

ავტორი: მარი შარანგია