loader

თურქეთში პროკურორი მძევლად აიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში პროკურორი მძევლად აიყვანეს

თურქეთში მემარცხენე რადიკალური მარქსისტული დაჯგუფების წევრებმა ერთ-ერთი პროკურორი საკუთარ ოფისში მძევლად აიყვანეს. თურქული მედიის ცნობით, შეიარაღებულებმა ის პროკურორი დაატყვევეს, რომელიც 2013 წლის ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაღუპული თინეიჯერის მკვლელობის საქმეს იძიებდა.

შეიარაღებული პირები ახალგაზრდის მკვლელობაში დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვენ. სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ემუქრებიან იარაღით უცნობი მამაკაცები პროკურორს.

ამ დროისათვის პროკურორის ოფისის გარშემო პოლიციაა მობილიზებული, ოფისის თანამშრომლები ევაკუირებულნი არიან. 15 წლის ბერკინ ელვანი 2013 წელს, სტამბოლში გამართული მასობრივი დემონსტრაციის დროს მოკლეს. მას ცრემლსადენი გაზის ავზი მოხვდა თავში, რის შედეგადაც ის 9 თვის განმავლობაში კომაში იყო, 2014 წლის მარტში კი გარდაიცვალა.