loader

ე. წ. კაბელების საქმე სასამართლოში - ალასანია ხუთივე დაკავებულის გამართლებაში დარწმუნებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ე. წ. კაბელების საქმე სასამართლოში - ალასანია ხუთივე დაკავებულის გამართლებაში დარწმუნებულია

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, სასამართლო განხილვებისას ე.წ. კაბელების საქმე ხუთი პირის სრულად გამართლებით რომ დასრულდება, მას ეჭვი არ ეპარება. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო სხდომას ესწრებოდა.

ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირის მიმართ გამოძიება დასრულებულია. მათ საქმეზე თავდაცვის მინისტრობის დროს ირაკლი ალასანიას 2 მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი და ზაზა ბროლაძე დაიკითხნენ. მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გასული წლის ნოემბერში დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად ედებათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა, კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ.