loader

"საწყენია, როცა ვისმენთ უსამართლო კრიტიკას ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საწყენია, როცა ვისმენთ უსამართლო კრიტიკას ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან" - ირაკლი ღარიბაშვილი

საწყენია, როდესაც ვისმენთ, ჩემი აზრით, გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობის წევრების მისამართით ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, როცა
პარლამენტში პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა შეაფასა.

"ჩვენ არ უნდა დავხარჯოთ დრო ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ არის მოსახლეობის პრიორიტეტი. არასოდეს არ მოუმართავს პრეზიდენტს რაიმე კითხვით ან ინიციატივით, ყოველთვის მე ვიყავი ინიციატორი ზარების, შეხვედრების და ასე შემდეგ", - განაცხადა პრემიერმა.