loader

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა საყვირებითა და შეძახილებით ხელისუფლებისაგან საყდრისის საბადოს დაცვა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, კულტურის მინისტრი თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რადგან მან საყდრისთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პარლამენტში უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც საყდრისის საბადოზე არსებული პრობლემა უნდა შეისწავლოს.

ავტორი: ირაკლი აკობია