loader

"პრინციპულ ადამიანებს ტერორით უსწორდებიან ჩვენს ქვეყანაში" - ივანიშვილი ხარძიანის დაკრძალვაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პრინციპულ ადამიანებს ტერორით უსწორდებიან ჩვენს ქვეყანაში" - ივანიშვილი ხარძიანის დაკრძალვაზე

ბიზნესმენი ბესო ხარძიანი საბურთალოს კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას მისი მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

მანამდე ბესო ხარძიანის სამოქალაქო პანაშვიდი საბურთალოზე, ამაღლების სახელობის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდზე იმყოფებიან ხარძიანის მეგობრები, ახლობლები, ასევე, პოლიტიკოსები. ხარძიანის ოჯახს სამძიმარი დღეს სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს. სამძიმარზე იმყოფებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომლის თქმითაც, ხარძიანის მკვლელობა არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. მისივე თქმით, ამის ჩამდენები სამართლის წინაშე აგებენ პასუხს.

ბესო ხარძიანი 28 მარტს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი