loader

მთვრალმა მამაკაცმა ნოვოსიბირსკის აეროპორტში პოლიციის განყოფილება დალეწა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთვრალმა მამაკაცმა ნოვოსიბირსკის აეროპორტში პოლიციის განყოფილება დალეწა

30 წლის ორმა მამაკაცმა ნოვოსიბირსკის აეროპორტის პოლიციის განყოფილებაში დებოში მოაწყო. ერთ-ერთი მათგანი პროტესტს აცხადებდა იმის გამო, რომ მისი მეგობარი რეისზე არ შეუშვეს და არა მარტო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცველებს, არამედ დაკავების საკანში ყველაფერი დალეწა.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცებმა მოსაცდელ დარბაზში დალიეს და გამომწვევად იქცეოდნენ. ამ დროს თვითმფრინავში ჩასხდომა დაიწყო და მიუხედავად აეროპორტის თანამშრომლების ბრძანებისა, მამაკაცები ადგილიდან არ იძვროდნენ. როდესაც ჩასხდომა დასრულდა, მათ მაშინ მოინდომეს თვითმფრინავში ასვლა, მაგრამ უარით გამოისტუმრეს. როდესაც დაცვამ მათი დაწყნარება ვერ მოახერხა, პოლიცია გამოიძახეს.