loader

ირაკლი ჩარკვიანის ჰიტი ნანი ბრეგვაძის შესრულებით - ვიდეო, რომელმაც "ფეისბუქი" აალაპარაკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ჩარკვიანის ჰიტი ნანი ბრეგვაძის შესრულებით - ვიდეო, რომელმაც "ფეისბუქი" აალაპარაკა

"ფეისბუქის" მომხმარებელი ხატია სიდამონიძე პირად გვერდზე მობილურით გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზშია გადაღებული, აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტზე.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს: ნიკოლოზ რაჭველმა, ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, ნატალია ქუთათელაძემ, ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, დავით ალადაშვილმა, ზვიად ბოლქვაძე, სამების საპატრიარქო გუნდმა, ოპერის თეატრის გუნდმა, საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა და სხვა შემსრულებლებმა.

რომანსების დედოფალმა ნანი ბრეგვაძემ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა "ისტორიას დარჩება" შეასრულა. სწორედ მეფის ბრეგვაძისეულ ინტერპრეტაციას მოჰყვა სოციალურ ქსელში უარყოფითი შეფასებები. "შენ მოგიკვდი ირაკლი ჩარკვიანი", "როგორ გააუპატიურა ნანი ბრეგვაძემ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა", "ღმერთო, რატომ აგვაცილე მეტეორი?" - ასეთი კომენტარები ახლავს ვიდეოს "ფეისბუქში".