loader

”ვგლოვობთ მათ დაკარგვას, მაგრამ ვადიდებთ მათ სიცოცხლეს” - ტრაგიკულად დაღუპული ქართველი კადეტები ამერიკაში სპეციალური ცერემონიით გაიხსენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ვგლოვობთ მათ დაკარგვას, მაგრამ ვადიდებთ მათ სიცოცხლეს” - ტრაგიკულად დაღუპული ქართველი კადეტები ამერიკაში სპეციალური ცერემონიით გაიხსენეს

1 აპრილს აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-ლონდონში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი კადეტების - ბესარიონ გორჯოლაძ-ისა და სოსო მაკარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ”ამერიკის ხმა” ავრცელებს. ცერემონიას ესწრებოდნენ აშშ-ს შიდა უსაფრთხოების მდივანი ჯონსონი, კონგრესის წევრები და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც.

იხილეთ ”ამერიკის ხმის” სიუჟეტი სრულად