loader

"არ გვინდა ძაღლების სიკვდილი!" - მსვლელობა თბილისში ცხოველების უფლებების დასაცავად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ გვინდა ძაღლების სიკვდილი!" - მსვლელობა თბილისში ცხოველების უფლებების დასაცავად

რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველთა უფლებების დამცველები შიკრიბნენ. მონაწილეებს აქციაზე მივიდნენ პლაკატებით: "დაიცავი დაუცველი", "ნუ მოკლავ" "როდესაც კლავ ძაღლს, კლავ შენს მეგობარს, ისინი ბევრ ადამიანს ჯობიან".

აქცია უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მონაწილეებმა კანონში შესატანი ცვლილებები გააპროტესტეს, რომელიც საკრებულომ უნდა განიხილოს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ეწინააღმდეგებიან ცხოველების ევთანაზიას.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით თბილისის საკრებულოსთან, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს, სადაც ასევე გააჟღერეს თავიანთი მოთხოვნები.