loader

პოლიციამ პატრულის სავარაუდო მკვლელის ტანსაცმელსა და ავტომანქანას მიაგნო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციამ პატრულის სავარაუდო მკვლელის ტანსაცმელსა და ავტომანქანას მიაგნო

ექსპერტ-კრიმინალისტებმა წულუკიძის ქუჩაზე ტანსაცმელს მიაკვლიეს, რომელიც, სავარაუდოდ, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეკუთვნის.
როგორც ჟურნალისტებს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განუცხადეს, მკვლელმა ტანსაცმელი  სავარაუდოდ, გაქცევის დროს დატოვა. სამართალდამცველების მიერ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ასევე იპოვეს ავტომობილი, რომელსაც საქარე მინაზე ნატყვიარი აქვს.

სავარაუდოდ, შესაძლო მკვლელი სწორედ წულუკიძის ქუჩიდან გადავიდა კალოუბნის ქუჩაზე, რის შემდეგაც უკვე ავტობაზრობის ტერიტორიაზე ჩავიდა. კალოუბნის ქუჩაზე, ექსპერტები ასევე აგრძელებენ მუშაობას ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, რა მონაკვეთიც სავარაუდო მკვლელმა გაიარა.
მკვლელობის ადგილზე კი სამართალდამცველებს სამუშაოები დასრულებული აქვთ.ნაგან საქმეთა სამინისტროს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე, გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, 4 აპრილს ვარკეთილის მეტროსთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა, ერთი მათგანი ბექა მარგიშვილი გუშინვე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: ვარკეთილში ორი პოლიციელი დაჭრეს - ერთ-ერთი გარდაიცვალა