loader

უცნობმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი დღეს დილითაც გაუხსნა - შს მინისტრი საერთო ხელწერაზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უცნობმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი დღეს დილითაც გაუხსნა - შს მინისტრი საერთო ხელწერაზე საუბრობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. შს მინისტრი მარგიშვილის ოჯახში იმყოფებოდა. მანამდე ვახტანგ გომელაურმა ე.წ. არამიანცის კლინიკაში დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი მოინახულა.

შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, გუშინ მომხდარი შემთხვევა ძალიან ჰგავს ბორჯომის შემთხვევას. შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციელებს გვერდში დგომა უნდათ და არა იმის ძახილი, რომ დემორალიზებული და "დაჩმორებულები" არიან.

მინისტრის ინფორმაციით, უცნობმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი დღეს დილითაც გაუხსნა. გომელაურის განცხადებით, შემთხვევა ვაზისუბნის გადასახვევთან გამთენიისას მოხდა. მისივე ვარაუდით, ეს იგივე პიროვნება იყო, რომელმაც გუშინ ორი პოლიციელი დაჭრა.

გომელაურმა ჟურნალისტებთან ისაუბრა დღეს დილიდან მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლის ფარგლებშიც ტანსაცმელი და პარიკია აღმოჩენილი.

იხილეთ ასევე: ვარკეთილში ორი პოლიციელი დაჭრეს - ერთ-ერთი გარდაიცვალა

პოლიციამ პატრულის სავარაუდო მკვლელის ტანსაცმელსა და ავტომანქანას მიაგნო