loader

რუსთავში სამარშრუტო მიკროავტობუსი დაიწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში სამარშრუტო მიკროავტობუსი დაიწვა

რუსთავში სამარშრუტო მიკროავტობუსი დაიწვა. "მერსედეს სპრინტერის" მარკის სამარშრუტოს ცეცხლი მე-19 მიკრორაიონის #11 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მიკროავტობუსი მთლიანად დაიწვა. ცეცხლის ლიკვიდაციის მიზნით, ადგილზე მობილიზებულ იქნა რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორი ბრიგადა.

მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობას დაახლოებით ერთი საათი მოანდომეს. აღნიშნული მიკროავტობუსი თბილისი-რუსთავის მიმართულებით მე-19 მიკრორაიონიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მარშრუტზე მოძრაობდა. როგორც თვითმხილველები ვარაუდობენ, #19 მარშრუტის რუსთავ-თბილისის მიკროავტობუსს გაუმართავი გაზის აპარატურის გამო გაუჩნდა ცეცხლი.

ავტორი: მარი ვარდოშვილი