loader

ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზისუბნის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. 28 წლის ბექა მარგიშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი 4 აპრილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. მასთან ერთად დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი დაიჭრა. ეჭვმიტანილმა შალვა აბულაძემ პოლიციელების მისამართით მოულოდნელად გახსნა ცეცხლი ცეცხლსასროლი იარაღიდან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შალვა აბულაძის დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ:

ვინ არის შალვა აბულაძე - რისთვის იხდიდა სასჯელს ამჟამად პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილი

"რომ მიდიხარ, სად მიდიხარ!.." - მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის მიერ შესრულებული სიმღერა

პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძის ინტერვიუ და კადრები აქციიდან, რომელიც მან ბორჯომში გამართა