loader

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასახმარებლად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასახმარებლად

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქველმოქმედო ფონდი "ღვთის შვილები" და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

გასაყიდად წარმოდგენილია ცნობილი ადამიანების პირადი ნივთები და ქართველი ცნობილი მხატვრების ფერწერული ტილოები, მათ შორის, გუკა კაკაბაძის, თამარ ხარაბაძის, ენტონი ბალანჩივაძის და სხვების ნახატები და ლაშა ბუღაძის, ლევან ბერძენიშვილის, გივი სიხარულიძის და სხვა ცნობილი ადამიანების პირადი ნივთები.

კინომსახიობთა თეატრში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.