loader

9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე პატარა გმირი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე პატარა გმირი

ოცდამეექვსე წელია, ყოველი წლის ცხრა აპრილს, 1989 წლის ტრაგედიის ერთ-ერთი ყველაზე პატარა გმირის საფლავზე მისი ოჯახის წევრები იკრიბებიან. ეკა ბეჟანიშვილი ტრაგიკულ დღეს თხუთმეტი წლის იყო, 16 წელი მას რამდენიმე თვეში უსრულდებოდა. მთავრობის სასახლესთან მიმდინარე აქციაზე ეკა მარტო მივიდა. მის მოსაძებნად წასულმა მშობლებმა შვილს მიტინგზე მიაკვლიეს და მასთან ერთად შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მრავალათასიან აქციას.

ეკა ბეჟანიშვილი კომაროვის სკოლის მეათე კლასის მოსწავლე იყო. მისი კლასელები ტრადიციას უკვე ოცდამეექვსე წელია არ არღვევენ და ყოველი წლის 9 აპრილს დაღუპული მეგობრის საფლავზე ოჯახებით იკრიბებიან.

ეკას დედა ლალი ყანჩაველი, რომელსაც დღემდე დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, იმ საბედისწერო დღეს დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლა. 9 აპრილის სისხლიან ღამეს ეკას გარდა კიდევ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა ქალები იყვნენ.

ავტორები: თიკო გურაშვილი