loader

გიორგი მარგველაშვილი რომის პაპს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მარგველაშვილი რომის პაპს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ვატიკანში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დღეს რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა.

გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას სამოციქულო სასახლის ეზოში, ვატიკანის შვეიცარიული გვარდიის თანხლებით, რომის პაპის სახლის პრეფექტი, არქიეპისკოპოსი გეორგ გენსუენი მიესალმა. სახელმწიფოს მეთაურისა და მისი უწმინდესობა რომის პაპ ფრანცისკეს პირისპირ შეხვედრა პაპის პირად ბიბლიოთეკაში გაიმართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გარემო განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს.

თითქმის ნახევარსაათიანი აუდიენციის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს პირველი ლედი და ქართული დელეგაციის წევრები წარუდგინა, რის შემდეგაც საჩუქრების გაცვლის ცერემონიალი გაიმართა. პრეზიდენტმა პაპს მცხეთის ჯვრის მონასტრის ამაღლების ბარელიეფის ასლი გადასცა. თავის მხრივ, რომის პაპმა ფრანცისკემ გიორგი მარგველაშვილს წმინდა მარტინის ქვაზე გამოკვეთილი სკულპტურა უსახსოვრა და აღნიშნა, რომ მისთვის სასიამოვნო და სიმბოლურია, ეს საჩუქარი გადასცეს პრეზიდენტს, როგორც საკუთარ ხალხზე მზრუნველსა და დამცველს.