loader

სად და როგორ ამზადებენ ქართველ ბორტგამცილებლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სად და როგორ ამზადებენ ქართველ ბორტგამცილებლებს

"ალო, ლარისუ ივანოვნუ ხაჩუ" - ეს ფრაზა გიორგი დანელიას ლეგენდარული ფილმიდან "მიმინო", სიტყვა "სტიუარდესას" ხსენებაზე, ალბათ, თავისთავად გახსენდებათ. წლებთან ერთად, პროგრესმა გულგრილად არც ქართულ ავიაციას ჩაუარა - დღეს ქართველი ბორტგამცილებლები საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ და ხშირად მსოფლიოში წამყვანი ავიაკომპანიების დაინტერესების ობიექტებიც ხდებიან.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის აუდიტორიაში, იმიტირებული თვითმფრინავის ბორტზე სტუდენტები 200-საათიან პროგრამას გადიან. კომფორტული სავარძლები, კაბინა, ბარგის შესანახი ყუთები და მგზავრებთან საკონტაქტო ტელეფონი - აქ ყველაფერია იმისთვის, რომ სტუდენტებმა თავი მიწიდან 11 ათას მეტრზე იგრძნონ.

ავტორი: რუსა შელია