loader

რა ხდებოდა აღდგომის შემდეგ დასავლეთიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა აღდგომის შემდეგ დასავლეთიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე

13 აპრილს, საღამოს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დიდი ნაკადის გამო ქარელი-გორის საავტომობილო გზის მონაკვეთზე გრძელი საცობი წარმოიქმნა. მგზავრებს საცობში ყოფნა საათზე მეტხანს მოუხდათ, რადგან სატრანსპორტო საშუალებების 3-4 რიგი კილომეტრებზე იყო გადაჭიმული. გარკვეულ ადგილებში გზებზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებდნენ. ძირითადი ტრასის გადატვირთვის გამო ავტომობილების ნაწილს, საპატრულო პოლიციის მითითებით, მშენებარე ავტობანის გზაზე მოუწიათ ავტომობილების ტარება, რის გამოც რამდენიმე მანქანა მწყობრიდან გამოვიდა.

საცობი საავტომობილო მაგისტრალზე ავტობანამდე გაგრძელდა.