loader

"ვყვიროდი: შვილო, ჩამოდი..." - გლდანში მამაკაცი 9-სართულიანი კორპუსიდან ვალების გამო გადმოხტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვყვიროდი: შვილო, ჩამოდი..." - გლდანში მამაკაცი 9-სართულიანი კორპუსიდან ვალების გამო გადმოხტა

გლდანის მე-2 მიკრორაიონში შუახნის მამაკაცი 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ მამაკაცს ვალი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი მე-2 მიკრორაიონის მცხოვრები არ იყო. ის გლდანის ა/მიკრორაიონში ცხოვრობდა. 33-ე კორპუსის მცხოვრებლებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რატომ მივიდა მამაკაცი მაინცდამაინც მათთან და რა შეხება ჰქონდა 33-ე კორპუსთან.

ადგილობრივების განმარტებით, მათ სახურავზე ასული მამაკაცი დაინახეს, სთხოვდნენ და მოუწოდებდნენ, არ გადმომხტარიყო. გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.