loader

ძალიან მოკლე დროში რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძალიან მოკლე დროში რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით - ირაკლი ღარიბაშვილი

ძალიან მოკლე დროში ჩვენ შევძელით რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "სოლიდარობის ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს შეიკრიბნენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შეაჯამონ და მოისმინონ "სოლიდარობის ფონდის" საქმიანობის ანგარიში.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. მისი თქმით, ფონდის საქმიანობას შეუერთდა 240 საჯარო უწყების 40 000-ზე მეტი თანამშრომელი და 17 კერძო კომპანია.