loader

ფოტო, რომლის მიხედვითაც ყოფილ პოლიციელს 18 წლის ახალგაზრდის ცემაში ადანაშაულებენ, პირდაპირ ეთერში აჩვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფოტო, რომლის მიხედვითაც ყოფილ პოლიციელს 18 წლის ახალგაზრდის ცემაში ადანაშაულებენ, პირდაპირ ეთერში აჩვენეს

ყოფილი პოლიციელის ლაშა ცანავას თქმით, როდესაც ის "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანდა, ყველამ იცოდა, რომ 2009 წლის 15 მაისის აქციის დაშლაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.

მაშინდელი აქციის მონაწილეს, გიორგი ჩითარიშვილსა და ლაშა ცანავას შორის ურთიერთშელაპარაკება გადაცემა "რეაქციის" სტუდიაში მოხდა, სადაც ჩითარიშვილმა წარმოადგინა ფოტო, სადაც მას ცანავა ფიზიკურად უსწორდება. ჩითარიშვილმა პროკურატურას მოუწოდა, პასუხი აგებინოს ცანავას.

ლაშა ცანავა დღეს თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით, 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოსთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაიკითხა. თავად ცანავა ამ ფაქტს ბიძინა ივანიშვილის ნათლულთან მის დაპირისპირებას და "ქარული ოცნების" დატოვებას უკავშირებს.

იხილეთ ასევე: ახლა მოიტანენ ფოტო მასალას, სადაც ჩანს, რომ თქვენ და 4 სხვა ადამიანი გამეტებით სცემთ 18 წლის ახალგაზრდას - ირაკლი კორძაია ყოფილ პოლიციელს