loader

ტრაგედია მუხიანის დასახლებაში: 14 წლის მოზარდი მე-8 სართულიდან გადახტა, მამამ თავი მოიკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია მუხიანის დასახლებაში: 14 წლის მოზარდი მე-8 სართულიდან გადახტა, მამამ თავი მოიკლა

მუხიანის დასახლებაში ტრაგედია დატრიალდა: მესამე მიკრო რაიონში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან 14 წლის მოზარდი გადახტა. თვითმხილველების თქმით, ამ ფაქტის შემდეგ მოზარდის მამამ ორლულიანი თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მოზარდის მდგომარეობა უმძიმესია და ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.