loader

გოგონამ კოსმონავტ მამას ორბიტაზე ავტომობილების ბორბლებით შექმნილი ”ღია ბარათი” გაუგზავნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგონამ კოსმონავტ მამას ორბიტაზე ავტომობილების ბორბლებით შექმნილი ”ღია ბარათი” გაუგზავნა

20 მლიონზე მეტი ნახვა მოაგროვა ერთ კვირაში YouTube-ზე გამოქვეყნებულმა ვიდეორგოლმა, რომელშიც ამერიკელი გოგონა კოსმონავტ მამას ორბიტაზე გზავნილს უგზავნის.

ტეხასელ გოგონას მამისთვის სალამი რომ გადაეცა, აქციის მონაწილეებს ავტომობილების გამოყენება მოუწიათ. ნევადას შტატის დამშრალი ტბის ფსკერზე ავტომობილებმა ბორბლებით გოგონას ფრაზა და გულის ფორმის ნახატი აღბეჭდეს.

ორბიტაზე ეს ორიგინალური გზავნილი გინესის რეკორდების წიგნში უკვე მოხვდა, როგორც ავტომობილის ბორბლებით შექმნილი ყველაზე დიდი გამოსახულება. ნაწერის ზომა 5,5 კვადრატულ კილომეტრზე მეტია.