loader

"ჩემდა სამარცხვინოდ, ფაქტობრივად, არ ვყოფილვარ საქართველოში, გარდა სოხუმისა..." - ლუკაშენკო მარგველაშვილთან შეხვედრაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემდა სამარცხვინოდ, ფაქტობრივად, არ ვყოფილვარ საქართველოში, გარდა სოხუმისა..." - ლუკაშენკო მარგველაშვილთან შეხვედრაზე

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ბელორუსის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ჰიმნების შესრულებისა და დელეგაციების წევრების გაცნობის შემდეგ გიორგი მარგველაშვილსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, მოგვიანებით კი პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან.

"ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა შევხვედროდით აქ, ამ ლეგენდარულ ქალაქში, ლეგენდარულ ქვეყანაში. ჩემდა სამარცხვინოდ, არასდროს ვყოფილვარ თბილისში და ფაქტობრივად, არ ვყოფილვარ საქართველოში, გარდა სოხუმისა, სადაც საბჭოთა პერიოდში გახლდით. როგორც ისტორიკოსს, ბევრი მაქვს წაკითხული, ბევრი რამ ვიცი საქართველოს შესახებ და აქედან გამომდინარე, ჩემთვის საქართველო ლეგენდარული ქვეყანა იყო. ამიტომ, ალბათ, დიდი ხნის წინ უნდა ჩამოვსულიყავი აქ", - განაცხადა ლუკაშენკომ.