loader

"გეთანხმებით, მაგრამ უძლური ვარ" - თამარაშვილზე ხეებს ჭრიან, ზედამხედველობის სამსახური კი პროცესს აკვირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გეთანხმებით, მაგრამ უძლური ვარ" - თამარაშვილზე ხეებს ჭრიან, ზედამხედველობის სამსახური კი პროცესს აკვირდება

თამარაშვილის ქუჩის 13-ში მცხოვრებლები მრავალწლიანი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. მოქალაქეების განცხადებით, მშენებლობა სკვერში უნდა განხორციელდეს, რისთვისაც 30 ხე მოიჭრება. მოსახლეობა აცხადებს, რომ ხეების მოჭრაზე ნებართვა თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა გასცა.

ადგილზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელიც იმყოფებოდა, რომელიც აცხადებდა, რომ ხეების მოჭრის პროცესის შეჩერების უფლება არ აქვს.