loader

ვაკეში ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს - დაჭრილია პარლამენტარის ვაჟი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაკეში ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს - დაჭრილია პარლამენტარის ვაჟი

7-8 გასროლა მოხდა ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე. ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დაჭრილია მამაკაცი. თუმცა, ზოგიერთი თვითმხილველის ცნობით, მასთან ერთად გოგონაც იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, ცეცხლი ავტომანქანას გაუხსნეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი დეპუტატ თენგიზ ხუბულურის შვილია. მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია.