loader

მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს შს მინისტრმა ბინა გადასცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს შს მინისტრმა ბინა გადასცა

საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაზისუბანში მდებარე კეთილმოწყობილი, ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ბექა მარგიშვილის ოჯახს შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად გადასცა.

შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი მიმდინარე წლის 4 აპრილს, მეტროსადგურ "ვარკეთილთან" მომხდარი ინციდენტის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე 1-კვირიანი ძებნის შემდეგ, ბორჯომში დააკავეს.