loader

დოკუმენტური ფილმი საქართველოზე, რომელიც სამშობლოში მოგზაურობას მოგანდომებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დოკუმენტური ფილმი საქართველოზე, რომელიც სამშობლოში მოგზაურობას მოგანდომებთ

10-წლიანი პაუზის შემდეგ მოგზაური და ბლოგერი მასიმო ბრაკონი საქართველოში გუნდთან - ჯულიანო ბორდონისთან, ბრუნო მოტინისთან, მარკო ტომასელოსა და დევიდ კუიზინისთან ერთად ბრუნდება. ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს იტალიური ტელეკომპანიები - Italia Uno და Rai აჩვენებენ. მასში გუდაურის თოვლიანი მთები, ყაზბეგის შთამბეჭდავი ლანდშაფტები, ქაოსური თბილისი და საქართველოს სხვა ტურისტული მიმართულებებია ნაჩვენები.

საქართველოზე მომზადებული დოკუმენტური ფილმის თრეილერი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის "ფეისბუქის" გვერდზე განთავსდა. როგორც კომენტარიდან ვარკვევთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ერთი თვის წინ იტალიიდან საქართველოს სპორტული/სათხილამურო ბრენდ NORDICA-სა და BAPU Film-ის ჟურნალისტთა და თავისუფალი სტილით მოთხილამურეთა 8-კაციანი ჯგუფი ეწვია.

ასევე იხილეთ:

საქართველო რუსების თვალით: "ქვეყანა, რომელიც შეიძლება მხოლოდ სიზმარში ნახო"

"...როცა საქართველოში ჩამოდიხარ, თავიდან იბადები" - ულამაზესი საიმიჯო კლიპი

ულამაზესი საიმიჯო კლიპი საქართველოს 8 000-წლოვან ღვინის კულტურაზე