loader

დამშრალი მტკვარი: გამორიყული თევზები, ნაგავი და მძაფრი სუნი მდინარის სანაპიროებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დამშრალი მტკვარი: გამორიყული თევზები, ნაგავი და მძაფრი სუნი მდინარის სანაპიროებზე

30 აპრილს დილიდან, მტკვარში წყლის დონემ დაიწია. აღნიშნულის მიზეზი ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე მიმდინარე გეგმური სამუშაოებია, რომლებსაც "ენერგო-პრო ჯორჯია" 3 მაისის ჩათვლით განახორციელებს. მტკვრის სანაპიროებზე მძაფრი სუნი დგას, წყალი დამშრალია და შლამში მკვდარი თევზები და ნაგავია გამორიყული.

"ენერგო-პრო ჯორჯიის" ინფორმაციით, ორთაჭალჰესის წყალსაცავის გარეცხვა ხდება ზაჰესის წყალსაცავის გარეცხვის პარალელურად. გარეცხვითი სამუშაოები გაგრძელდება 4 დღე. ამ დროის მანძილზე ორივე ჰიდროელექტროსადგური იქნება დროებით გაჩერებული, ხოლო მდინარე მტკვარში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს. "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ სამუშაოების წარმოება არ გამოიწვევს ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას.

ავტორები: ლექსო ნაბახტეველი, გიორგი შეყილაძე